Skip to main content


რამდენიმე თვის წინ, ქალაქში ახალი სამშენებლო კომპანია „town square” გამოჩნდა,
რომელმაც თბილისურ სამშენებლო აურზაურში, ყურადღება მკაფიო პოზიციონირებითა და პირდაპირი, უშუალო კომუნიკაციით მიიპყრო.

  კომპანია „გლობალური ტექნოლოგიები“ 2001 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ქართული უძრავი ქონების სექტორში აქტიურად ოპერირებს. წლების მანძილზე საქმიანობის ძირითად სფეროს სხვადასხვა აქტივების შესყიდვა, რეალიზაცია და იჯარა წარმოადგენდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ, დავიწყეთ დეველოპერული საქმიანობაც, რომლის ფარგლებშიც უკვე წარმატებით დასრულდა 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ჩაბარებისა და შესახლების პროცესი.


  Town square უნიკალური კონცეფციის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი და ჩვენი კომპანიის უახლესი პროექტია, რომელიც მომავალ მობინადრეებს ყველა შესაძლო საყოფაცხოვრებო კომფორტს კომპლექსიდან გაუსვლელად, შიდა სივრცეში სთავაზობს.

   ჩვენი კომპლექსის ტერიტორიაზე დაგხვდებათ:  სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გასართობი და რეკრეაციული სივრცეები, გამწვანებული პარკი, სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, სტადიონი, საცურაო აუზი, ფიტნეს და სპა ცენტრები, ასევე სუპერმარკეტი, ბანკი, რესტორანი, ღია და დახურული პარკინგები, _ მოკლედ, ფაქტობრივად არ არსებობს ბუნებაში საჭიროება, რომელსაც town square-ის სივრცეში ვერ დაიკმაყოფილებ.

მაშინ როცა ინტენსიურად მიმდინარეობს დედაქალაქის განაშენიანების პროცესი,
სამშენებლო ბაზარიც საკმაოდ მრავალფეროვანი და გაჯერებულია. ამ მხრივ, ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანების დიდ ნაწილს სურს იცხოვროს ქალაქის ცენტრთან ახლოს, სტრატეგიულად მომგებიან უბანში, სადაც იქნება მწვანე სივრცეები და მეტნაკლები სიმყუდროვე. აღმოჩნდა, რომ ფაქტიურად ვერცერთი საცხოვრებელი კომპლექსი ყველა ამ პარამეტრს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს.

  ცხოვრების გაზრდილი ტემპი, დატვირთული სამუშაო გრაფიკი და თავისუფალი დროის მუდმივი დეფიციტი, დღევანდელი, XXI საუკუნის საქმიანი ადამიანისთვის უმთავრესი გამოწვევებია, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე, სადაც ადამიანებს ხარისხიანი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა სიკეთე დახვდებათ და ჩვენი დახმარებით იპოვნიან ბალანსს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის.

გარდა ამისა, town square-ში შეძენილი უძრავი ქონება ასევე სარფიანი კაპიტალდაბანდებაა და ჩვენი გამოთვლებით ბინების საინვესტიციო ღირებულება ყოველწლიურად გაიზრდება

   უშუალოდ  სამშენებლო პროცესს ახორციელებს საქართველოში  ლიდერი სამშენებლო კომპანია  “ანაგი“, რომელიც  უკვე 25 წელზე  მეტია რაც სტანდარტის დამწესებელი და ტონის მიმცემია ქართული სამშენებლო ბაზრისათვის,  2011 წლიდან კი უკვე  ISO-ის  სერტიფიკატის მფლობელიცაა http://anagi.ge/.

  სამშენებლო მასალა გადის მუდმივ, ორმაგ ლაბორატორიულ კონტროლს, როგორც მომწოდებელი კომპანიების მხრიდან, ასევე ადგილზე, უშუალოდ სამონტაჟე სამუშაოების განხორციელებამდე.


ჩაბარების კონდიცია

ბინები ბარდება ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობით, რაც მოიცავს:

  • მოჭიმულ იატაკს;
  • „გიპერით“ გალესილ კედლებს;
  • ბინის შესასვლელში დამონტაჟებულ ლითონის კარს;
  • აივანზე გამავალ მეტალოპლასტმასის ვიტრაჟსა და კარს;
  • აივნის ყინვაგამძლე კერამოგრანიტის ფილით მოპირკეთებას;
  • დენის, წყალისა და გაზის კომუნიკაციების ბინამდე მიყვანას (მრიცხველების გარეშე)

 „თაუნ სკვერი“ გთავაზობთ გადახდის მოქნილი პირობებს და ანგარიშსწორებისას განიხილავს საქართველოს იურისდიქციით დაშვებულ ნებისმიერ მექანიზმს (შიდა განვადება, საბანკო იპოთეკა, ერთიანი გადახდა თუ სხვა.)

კომპლექსის  A ბლოკის მშენებლობა დასრულდება 2024 წლის დეკემბრის ბოლოს

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი : თბილისი, წერეთლის 117

ვებსაიტი : www.townsquare.ge

ტელეფონი : +995568010000

Leave a Reply